სააკაშვილისა და გვარამიას მორიგი ჩანაწერი ვრცელდება

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის გიგა ბოკერიას ესაუბრება

უკრაინულმა საიტმა http://uarevo.in.ua/ სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მორიგი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტთა კოლექტივთან “წაიმუშავოს”.
მიხეილ სააკაშვილი: მე ვიზიარებ რომ, არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის… ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ… მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილს ახსენებს.
ნიკა გვარამია თემურ ჯანაშიას ახსენებს და აცხადებს, რომ დაცვის ორგანიზებას მას დაავალებენ, მიხეილ სააკაშვილი კი ყოფილი სპეცრაზმელების საჭიროებაზე საუბრობს.
ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?
მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას….

banner
წინა სტატიაში„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერც ეს აუდიჩანაწერი შეცვლის“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ფარული ჩანაწერი გავრცელდა