რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამავე ქალაქში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. აღმოჩნდა.
გამოძიების ინფორმაციით გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.