“სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას”

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

ჩახატაურში ხილის გადამამუშავებელ ახალი საწარმოში მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. პროექტს, 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 ათასი დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ახორციელებს.

პრემიერმა ჩოხატაურელებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საწარმოს მფლობელი, ზურა ჩხაიძე, ყველა რეგიონში უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

“ხილის გადამამუშავებელი საწარმო ჩოხატაურში პირველია. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ შეეძლო ხილის რეალიზაცია და მოსავალი ლპებოდა. ეს საწარმო კი ხილს მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ჯემებს, მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. სწორედ ესაა მთავარი, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ხილის ჯემებს, მურაბებსა და ტყემალს აწარმოებს. პირველ წელს 308 ტონა მზა პროდუქციის, ხოლო მეორე წელს – 462 ტონის წარმოება იგეგმება. ქარხანა თურქული წარმოების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს. საწარმოში 23 ადამიანი დასაქმდება.

banner
წინა სტატიაში19 არასამთავრობო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იკრიბება
შემდეგი სტატიარუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია