“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა- მხარეები გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან

რადიო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღს 11:00 საათზე განახლდა. დღევანდელი სხდომა მოპასუხე მხარის არგუმენტაციით და საპაექრო სიტყვით გაგრძელდება. მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვის შემდეგ შემდეგ, სასამართლო რეპლიკების ეტაპზე გადავა და შესაძლებელია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების გამოსატანად დღესვე გავიდეს.

როგორც რუსთავი 2 ის ადვოკატები მედიასთან საუბრისას განმარტავენ, დღეს მოსამართლეს მიმართავენ გადაიდოს სხდომა, ვინაიდან მათი თქმით, გუშინ მოწმის დაკიხვის შემდეგ გაჩნდა არაერთი შეკითხვა. ადვოკატები გუშინდელი სხდომის ოქმის ამოღებას და მოწმის ჩვენების დეტალურად გაცნობას ითხოვენ. ადვოკატები ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  თამაზ ურთმელიძის აცილების მოთხოვნას კიდევ ერთხელ დააყენებენ.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის ქალი შიმშილობს
შემდეგი სტატიასაქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს