ზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის ქალი შიმშილობს

 

ზუგდიდიზუგდიდის გამგეობასთან 78 წლია ქალი შიმშილობს. ციალა ჯოჯუა და მისი შვილი ლალი ცირდავა კუთვნილი საცხოვრებელი ფართის დაბრუნებას ითხოვენ.
მათი განმარტებით, გამგეობის აიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ ვინმე ციცო მამარდაშვილთან ერთად საცხოვრებელი ბინა თაღლითური გზით წაართვა.
საკითხზე დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრალდების ადრესატმა ზურაბ ალანიამ, რომელიც ციცო მამარდაშვილტან ერთად სწორედ ბინების განაწილების კომისიაში იყო.
ალანიას განცხადებით, ყოფილი საკონსერვო ქარხნის თანამშრომლებზე ბინების განაწილების დროს ჯოჯუამ და მისმა შვილმა 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 1 და 2 ოთახიანი ბინები მიიღეს, რის სანაცვლოდაც 2 სართულიან კორპუსში კუთვნილი ძველი ბინა უნდა დაეთმოთ, ახლა კი სწორედ ძველი ბინის დაბრუნებას ითხოვემ.
მისი ინფორმაციით, ახალი ბინები მათ გაყიდეს და ახლა ძველი ბინის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ალანიას მტკიცებით, არ ეკუთვნით.
ციალა ჯოჯუა და მისი შვილი მათი საქმის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში პროტეტსტის მთავარ პროკურატურასთან გაგრძელებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა- მხარეები გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან