„რუსთავი 2“-ის პატრონები იცვლებოდნენ იმის მიხედვით, ვინ იქნებოდა თავდავცვის მინისტრი“

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება ჟურნალისტებს პროფესიონალი საქმიანობის შესრულებაში ხელს არ შეუშლის.

ხიდაშელის თქმით 2004 წლიდან მოყოლებული წლების განმავლობაში ცნობილი ანეგდოტიც იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომ – როგორც თავდაცვის მინისტრები აბარებენ საკუთარ პორტფელს წასვლის დროს, ისე აბარებდნენ „რუსთავი 2“-ის წილებს „ნაციონელიბის“ დროს.

„ქონების დაყადაღება არ არის მედიის საქმიანობის შეფერხების საფუძველი. ამაში „რუსთავი 2“-ის იურისტი და დირექტორიც დამეთანხმება. ეს პროფესიულ საქმიანობას ხელს არ უშლის მაგრამ, მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ პროცესი გამჭირვალე იყოს და არავის დარჩეს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. დანარჩენი ჩემი პოზიცია „რუსთავი 2-“ის კაბელური იარაღივით ერთი მინისტრიდან მეორეზე გადაცემის შესახებ თქვენთვის ცნობილია. 2004 წლიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ვხუმრობდით კიდეც, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ცნობილი ანეგდოტიც გვქონდა, რომ თავდაცვის მინისტრები, როგორც აბარებენ საკუთარ პორტფესლს, როცა მიდიან, ისე აბარებე „რუსთავი 2“-ის წილებს „ნაციოანლური“ მოძრაობის დრო. პატრონები იცვლებოდნენ იმის მიხედვით ვინ იქნებოდა თავდაცვის მინისტრი. მე არ ვაპირებ თქვნს პატრონობას. რაც შეეხება იმას, რატომ გადაწყვიტა ქიბარ ხალვაშმა წილების დაბრუნებაზე მაინცდამაინც ახლა ბრძოლა, ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს ალბათ „რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანებმა უფრო უნდა იცოდნენ, ვისი პატრონიც იყო ის წლების განმავლობაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა
შემდეგი სტატიადარჩა მხოლოდ ტკივილი – კახი კალაძის ემოციური წერილი