დარჩა მხოლოდ ტკივილი – კახი კალაძის ემოციური წერილი

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს იმ დღეების შესახებ საუბარი უმძიმესია.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს.

„2008 წლის აგვისტოს ომის გმირები… წლიდან წლამდე მოვიგონებთ და მათ სულებს სანთლებს დავუნთებთ. შვილებს, შვილიშვილებს მოვუყვებით მათ შესახებ. საუკუნების უსასრულობაში გადასული გმირების სიას ჩვენი თანამედროვე ბიჭებიც შეემატნენ… არადა ხომ შეიძლებოდა, სადღაც ჩვენს გვერდით, თითოეულ მათგანს ეცხოვრა, ეშრომა, შვილი გაეზარდა… 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლი მოსახლეობა… მოკლული, დევნილი. ბავშვობაწართმეული პატარები, გამწარებული მოხუცები… უმძიმესია აგვისტოს იმ დღეების შესახებ საუბარი. სათქმელი ითქვა, დასკვნები გაკეთდა, დარჩა მხოლოდ ტკივილი.

მოვა დრო და ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულს, ჩვენ წავალთ წინ – საქართველოს ბევრი გამარჯვება ექნება, მაგრამ იმ ადამიანების გარეშე, ვინც ამ გზაზე დავკარგეთ!

ჩვენი ვალდებულებაა მათი ხსოვნის წინაშე, ვიყოთ ბევრად უკეთესები ვიდრე ვართ, ვიყოთ ერთად და რაც მთავარია – თავისუფლები!“ – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის პატრონები იცვლებოდნენ იმის მიხედვით, ვინ იქნებოდა თავდავცვის მინისტრი“
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო