ნიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

banner
წინა სტატიაში,,ხვალ უმცირესობის სხდომა გამიართება მოდულის შენობაში”
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“ არის ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის უსაყვარლესი ტელეარხი“