რუსთავის მოსახლეობას ხვალ წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

GWP

რუსთავის მოსახლეობას ხვალ წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” კომპანია “რუსთავის წყლიდან” აცნობეს, კომპანია “რუსთავის წყალი” ხვალ დილიდან , იაღლუჯის ქუჩაზე გამავალ ახალ მაგისტრალს წყალსადენის სისტემასთან მიაერთებს და ექსპლუატაციაში გასაშვებად მოამზადებს. ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, 12 აგვისტოს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
“იაღლუჯის ქუჩაზე 600 მმ-იან მაგიტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირაზე მეტია მიმდინარეობს. შეიცვალა 100 მეტრამდე მწყობრიდან გამოსული მონაკვეთი. მაგისტრალური წყალდენი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მკვებავია და მას იაღლუჯის რეზერვუართან აკავშირებს. 12 აგვისტოს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ქსელი ექპლუატაციაში გაეშვება. შედეგად, ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, ხვალ დილიდან, პარალელურად, სხვადასხვა ობიექტზე კომპლექსურ პროფილაქტიკურ სამუშაოებსაც ჩაატარებს, მეორე აწევის სატუმბო სადგურზე კი ახალ ტუმბო-აგრეგატსაც დაამონტაჟებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “რუსთავის წყალი” შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილედ ზურაბ გამეზარდაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური – არანაირი ნიშანი, რომ მთავრობა შეგნებულად ცდილობდეს ლარის კურსის გაუფასურებას, არ არსებობს