რუსეთი უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცების გვამებს წვავს

,,იმისათვის, რომ დამალოს საკუთრი ჯარის მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში, რუსეთი მობილურ კრემატორიუმებს იყენებს, რათა გარდაცვლილების გვანები დაწვას და მათი იქ ყოფნა არა მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობას, არამედ თავის ხალხსაც დაუმალოს,, აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი  მაკ ტორნბერი ,,ბლუმბერგისათვის,, მიცემულ ინტერვიუში.

გამოცემის მიმომხილველი ჯოშ როგინი აცხადებს, რომ ამერიკელი კანონმდებლებმა გაზაფხულზე უკრაინაში ყოფნის დროს გაიგეს იმის შესახებ, რომ რუსეთმა მობილური კრემატორიუმები შეიტანა კონფლიქტის ზონაში და იქ წვავდნენ დაღუპულ მებრძოლებს.

როგორც კონგრესმენი ტორნბერი გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, კრემატორიუმების შესახებ ინფორმაცია, მან როგორც უკრაინული ასევე ამერიკული წყაროებიდან მიიღო და წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ის ამ ინფორმაციის სისწორეში დაარწმუნა… თუმცა ამ თემაზე მიღებული ინფორმაციის საიდუმლო ხასიათის გამო, სხვა დეტელებზე კონგრესმენმა საუბარი არ ისურვა, აცხადებს ,,ბლუმბერგი,,

banner
წინა სტატიაში„იქნებ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოცნებობს დაკავდეს საქმით,”-გივი თარგამაძე
შემდეგი სტატიამაკკეინმა ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევისა და რუსეთისათვის ჩემპიონატის ჩამორთმევისკენ მოუწოდა