„იქნებ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოცნებობს დაკავდეს საქმით,”-გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე მთავრობას ურჩევს, ერთადერთი პოლიტიკური ალტერნატიული ძალის პრობლემებზე საუბარს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედოს.

„იქნებ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ოცნებობს და ითვლის, რომ სამ ნაწილად გაიყოფა ერთადერთი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ჩაანაცვლებს და ოლიგარქის უკანონო, არაფორმალურ მმართველობას შეწყვეტს ამ ქვეყანაში, დაკავდეს საქმით, რადგან, ჩვენ გავიარეთ ფაზა, როდესაც პოლიცია იყო დემორალიზებული. დღეს პოლიცია არის მთლიანად ჩამოშლილი,“ – აცხადებს თარგამაძე და მთავრობას სუს-ის გაუქმებას ურჩევს.

ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა გიორგი ვაშაძემაც. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით, ქვეყანას ჰყავს პრემიერი და მინისტრები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, რეალურად ისინი არ ემსახურებიან ხალხს. როგორც დეპუტატი აცხადებს ისინი ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ერთი ადამიანის, ოლიგარქის წინაშე.

ოპოზიციის კრიტიკას ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ უპასუხა.

„გავიგეთ, თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში წარღვნაა და თქვენ კიდობანში ხართ და იქიდან გველაპარაკებით, ალბათ მტრედიც მოფრინავს უკვე სააკაშვილის სახით, ოღონდ გაარკვიეთ ნისკარტში თუ აქვს ჩადებული ზეთის ხილის რტო,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები,” – ირაკლი ჩიქოვანი მთავარი პროკურორის არჩევაზე
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცების გვამებს წვავს