Fox News-ის ცნობით, რუსეთი მას შემდეგ გააქტიურდა სირიაში, რაც მოსკოვს ირანელი გენერალ-მაიორი კესემა სულეიმანოვი ეწვია. ტელეკომოანია ცნობას პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დღეს რუსეთი სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს სირიაში. აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ცნობით, სირიაში დაახლოებით ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. ზოგიერთი მათგანი ბაზის დაცვაშია.
დაზვერვის სამსახურის მონაცემებით რუსეთი “ზუსტად ისე აძლიერებს ძალებს სირიაში, როგორც ამას აშშ შვრებოდა ავღანეთსა და ერაყში”.
არსებული ინფორმაციით, რუსეთს სირიაში დიდძალი სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს.
მოსკოვის მტკიცებით , ისინი ანხორციელებენ რუსეთ-სირიას შორის დადებულ ხელშეკრულებას და არ არღვევენ საერთაშორისო კანონებს.