ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის “მოირა” იქნება წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის

2015 წლის „ოსკარის“ ნომინანტებიამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის “მოირა” იქნება წარდგენილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კონოთეატრ “ამირანში” სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ეროვნული კონოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ განუცხადა, გასულ წელს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ორი ქართული ფილმის წარდგენის შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ნანა ჯანელიძის თქმით, ლევან თუთბერიძის ფილმი ჯერ მაყურებელს არ უნახავს. იგი სან სებატიანის ფესტივალზე წარსდგება და პირველად იქ შეაფასებს საზოგადოება.
სპეციალურად შექმნილი კომისია გამარჯვებულ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ოქტომბრამდე წარადგენს. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო ფილმების “შორტ ლისტი” ამერიკის კინოაკადემიის მიერ იანვარში გამოცხადდება, ოსკარების დაჯილდოება კი აპრილში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში ირანელი გენერლის ვიზიტის შემდეგ გააქტიურდა
შემდეგი სტატია“ბოლო სამი წელია, არაკომპეტენტურობის ზეიმს ვხედავთ” – გიგა ბოკერია