რუსეთი: პასუხი შეკითხვაზე – რატომ “შავი სია”?

“დიდი ხანია იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც რუსეთი წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, ვაფრთხილებთ, რომ გამგზავრებამდე მიმართონ რუსეთის საკონსულო განყოფილებებს, რომ ზუსტად გაიგონ ეკრძალებათ თუ არა რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. თუმცა, ჩვენმა პარტნიორებმა ეს არ გააკეთეს და გვთხოვეს დიპლომატიური არხებით მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის ის მიზეზი, რატომაც გამოქვეყნდა ახლა სია” – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სამინისტროის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ “სია საელჩოებს ნდობის საფუძველზე გადაეცათ და ისინი გამოაქვეყნებენ მას თუ არა ეს მხოლოდ მათ სინდისზეა დამოკიდებული.”

“რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოთხოვნაზე, თუ რატომ შევიდნენ ეს პირები იმ პირთა სიაში, რომელთაც რუსეთის ფედერაცია უკრძალავს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას, პასუხი მარტივია: ეს იმ სანქციების საპასუხოდ გაკეთდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწყებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გერმანიის მეთაურობით” – განაცხადა რუსულმა საგარეო უწყებამ.
მსგავსი სია არსებოსბ აშშ-ს მოქალაქეებისადმი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი პარტნიორები უფრო კონსტრუქციულად იქცევიან, ვიდრე ევროპელები – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამისნისტროში.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ჯაშუში მტრედი დააპატიმრეს (+VIDEO)
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილება – ოჯახური პირობების გამო