ინდოეთში ჯაშუში მტრედი დააპატიმრეს (+VIDEO)

პაკისტანის საზღვართან ახლოს, ინდოეთის სოფელ პატანკოტში მცხოვრებმა ბავშვმა მტრედი დაიჭირა, რომელსაც ფრთებზე უცნაური წარწერები ჰქონდა… ბავშვის მშობლებმა ეს ამბავი სოფლის თავკაცს მოუყვნენ, რომელმაც თავის მხრივ ინდოეთის პოლიციას შეატყობინა…
პოლიციამ დაადგინა, რომ მშვიდობის სიმბოლოდ წოდებული თეთრი მტრედი, ამ შემთხვევაში არც მეტი არც ნაკლები პაკისტანის ჯაშუში იყო, რომელსაც ურდუს ენაზე შედგენილი ტექსტი და ციფრები, სავარაუდოდ ტელეფონის ნომერი, ინდოეთში გადაჰქონდა… რის გამოც ის დააპატიმრეს
ინდოელი სამართალდამცავები გაკვირვებული დარჩნენ იმ ფაქტით, რომ თანამედროვე პირობებში, მტრედებს ჯერ კიდევ საფოსტო დანიშნულებით და ჯაშუშად იყენებენ.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშითბილისს პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი ეწვევა
შემდეგი სტატიარუსეთი: პასუხი შეკითხვაზე – რატომ “შავი სია”?