რუსეთის სარკინიგზო ძალებმა ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთის აღდგენა ვადაზე ადრე დაასრულეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სარკინიგზო ძალებმა აფხაზეთის რკინიგზის სადგურის, ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთის აღდგენა ვადაზე ადრე დაასრულეს.

რუსეთის სარკინიგზო ძალები, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად, მიმდინარე წლის ივლისში გააგზავნეს.

„რუსეთის სარკინიგზო ძალებმა ოჩამჩირის პორტიდან ენგურის ხიდამდე მისასვლელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაასრულეს. სამუშაოები დადგენილ ვადაზე ადრე დასრულდა“, – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე და 50-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა აწარმოებდა. სამუშაოების დასრულება 2015 წლის დეკემბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც, სამხედროები და ტექნიკა მუდმივი დისლოკაციის ადგილას უნდა დაბრუნებულიყვნენ.

banner
წინა სტატიაშიმალე – საერთაშორისო კონფერენცია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის!!
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გამორიცხავს