„რუსეთის მიერ გადასახდელი კომპენსაციის რაოდენობაზე შეთანხმება აქამდე უნდა მომხდარიყო“

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმება უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა. მისი თქმით, აღნიშული პროცესი ქართული მხარის მიზეზით არ შეფერხებულა.

როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, შეთანხმება 2 ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის უნდა მომხდარიყო. ამასთან, როგორც აბაშიძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი პრაღის ფორმატში არ განიხილება.

„თავის დროზე, ეს ჩვენი მხარის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. იუსტიციის სამინისტროები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, თუმცა ჩვენ ამას პრაღის ფორმატში არ განვიხილავთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროების კომპეტენცია. რამდენადაც ვიცი, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს. მარტივად რუსეთთან არაფერი ხდება. თემა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. რაც შეეხება კონკრეტულად თანხის რაოდენობას, ამაზე შეთანხმება აქამდე უნდა მომხდარიიყო, თუმცა ეს ჩვენი მიზეზით არ შეფერხებულა“, – განაცხადა აბაშიძემ.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევებასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თანხასთან დაკავშირებით, 2 ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმებულიყვნენ. შეთანხმების ვადა დღეს ამოიწურა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დეპუტატების კითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ამერიკელი კონგრესმენები ამ ინიციატივის სათავეებთან, ჩვენთან ერთად იქნებიან”