საერთაშორისო ორგანიზაციამ “რუსეთი დღეს” ბრიტანეთში ანგარიშების დახურვა დააანონსა. ოფიციალურ განცხადებაში ანგარიშების დახურვის მიზეზები არ არის განმარტებული, თუმცა ეს ნაბიჯი შესაძლებელია “რუსეთი დღეს”-ის დირექტორის დმიტრი კისელიოვის ევროზონის მიერ სანქცირებული ადამიანების სიაში შეტანამ გამოიწვია.
თვითონ კისელიოვი ბანკ Barclays-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციას უწოდებს.
“წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშის დახურვა ეს ცენზურაა, ჟურნალისტის საქმიანობისსათვის პირდაპირ ხელის შეშლაა. რომელ პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ ბრიტანეთში, თუკი ქვეყანაში ერთ-ერთ მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს მუSაობი სსაშუალებას არ აძლევენ” – განაცხადა “რუსეთი დღეს” დირექტორმა.
სააგენტოს ძირითადი საქმიანობა რუსეთის მოვლენების გაშუქება და პოპულარიზაცი იყო.