გიორგი კვირიკაშვილი – უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს ნეგატიურად აფასებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
“მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მილსადენის საკითხს, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება მსჯელობა, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის დღეს” ბრიტანეთში ანგარიშებს ხურავს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი, ევროკავშირის სამიტის გამო გადაიდო