„რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის მხოლოდ ალტერნატიულია“

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრებვის ფორმატს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ დიალოგი გაგრძელდება.

როგორც ბერუჩაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რა საკვირველია, გაგრძლდება იმ თემებზე საუბარი, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში არ იყო განსაზღვრული. მისივე განმარტებით, ეს თემები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქტიურად განიხილება.

„რაც შეეხება შედეგებს, ამაზე ზურაბ აბაშიძემ დეტალურად ისაუბრა. ეს ეხება როგორც სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას, ასევე ტურიზმის, კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც ბუნებრივი მიზეზების გამო, წელს შემცირებულია, თუმცა რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთადერთი არ არის, ეს არის მხოლოდ ალტერნატიული ბაზარი. ეს არის პროცესი, რომელშიც ჩართულია საქართველო და ყველაფერი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტარიელ ხეჩიკაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით რაიმე საშიშროების საფრთხეს ვერ ხედავს
შემდეგი სტატიამთავრობამ მიგრაციის მონაცემთა ფორმირების წესი დაამტკიცა