როგორ გაახარა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბავშვები 26 მაისს?!

IMG_1281რუსთაველის გამზირი – მრავალი ლხინისა თუ ჭირის ადგილი! აქ იწერებოდა საქართველოს ისტორია, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ! აქ მოეწერა ხელი იმ ისტორიულ დოკუმენტს, რომელის შესახებაც კარგა ხანს არავინ საუბრობდა და რომლის შესახებაც ჩვენმა თაობამ გასული საუკუნის ბოლოს გაიგო. ზვიად გამსახურდიამ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 1991 წელს აღადგინა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. წელს უნივერსიტეტმა გამოფენაზე გაიტანა ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ნამუშევრები: მოძრავი რობოტები, მედია-ცენტრის, თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორიები, ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბოტატორია და სხვა.

IMG_1249

_ წელს პირველად მივიღე მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და  მინდა გითხრათ, ბედნიერი ვარ ამით. ბედნიერი ვარ, როცა ვიხსენებ გამოფენის დამთვალიერებელთა ემოციებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკის მოყვარულებმა დღის უმეტესი ნაწილი ჩვენი უნივერსიტეტის სტენდთან გაატარეს. ეს უფრო მეტად სასიხარულოა იმ ფონზე, როცა დამთვალიერებელთა შორის სხვადასხვა ასაკის მოზარდები ჭარბობდნენ. ჩვენ გავითვალისწინეთ პატარების ინტერესებიც და გამოფენაზე წარმოვადგინეთ სტუდენტების მიერ შექმნილი რობოტი, რომელიც ავტომატურად „ამზადებს“ საპნის ბუშტებს. კარგა ხანს ისმოდა ჩვენს პავილიონთან პატარების ჟრიამული. კრიმინალისტიკური ჯგუფი მსურველებს ადგილზე უღებდა თითის ანაბეჭდებს, ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო პროფესორებს: გელა გოდერძიშვილს, დავით თავხელიძეს, რუსუდან ქუთათელაძეს, სერგო ძაგნიძეს, სტუდენტურ თვითმმართველობას, ბატონ გიორგი კუნდონაშვილს, ბატონ დავით გურგენიზეს ამ მინი-პავილიონის მოწყობისა და ტექნიკის წარმოდგენისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არა სტუ-ს რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის და რექტორის მოადგილე, ლევან კლიმიაშვილის რჩევა, რაც მე ამ ეტაპეზე ძალიან მჭირდებიოდა,   ბევრი კარგი ნამუშევარი, რომელიც 26 მაისს უნივერსიტეტმა წარმოადგინა არ გამოიფინებოდა, – აღნიშნა ჩვენთან კომენტარში ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დარეჯან მეფარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარადონა: ფიფაში სიცრუე უნდა დამთავრდეს და ბლატერი უნდა მოშორდეს
შემდეგი სტატია,,სევილიამ,, ევროპის ლიგის თასი მოიგო