რიჩარდ ნორლანდი – საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო

საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
ელჩს დღეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ.
ამასან, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად არ გააკეთებს კომენტარს ნატო-ს წევრის ქვეყნის ლიდერის განცხადებაზე. “მაგრამ შემიძლია, აღვნიშნო, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, შეუძლია გააკეთოს მაქსიმუმი, რათა გაიუმჯობესოს კვალიფიკაცია და შეასრულოს მოთხოვნები, რომელიც მის წინაშე დგას. საქართველოს ამჟამად ძალიან კარგად გააზრებული სტრატეგია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამავდროულად საქართველო იძლიერებს თავს ეკონომიკურად, ხდის ეკონომიკას მეტად დაკავშირებულს მეზობლებთან, აძლიერებს თავდაცვით, თავისი სამხედროების შესაძლებობებს, მათ შორის ავღანეთში მონაწილეობით. საქართველო ჩართულია დიპლომატიურ დიალოგში და თავის მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა დრო გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 2 მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიანოდარ კერესელიძე – ქვეყანაში არის ხორბლის საკმარისი მარაგი, რათა პურზე ფასმა არ მოიმატოს