„რისთვის გვჭირდება მარგველაშვილი, თუ ხანდახან პარლამენტს არ გააბრაზებს“

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება, მისი კონსტიტუციური მოვალეოობა.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ განაცხადა, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია დასრულებულია საქართველოში და მასზე პრეტენზია არც პრეზიდენტს და არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს.
„რისთვის გვჭირდება მარგველაშვილი, თუ ხანდახან პარლამენტს არ გააბრაზებს, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობა. თუ ყოველ ვეტოზე სიბრაზე და ემოცია დავატანეთ, არ იქნება სწორი. როდესაც პრეზიდენტი ჩვენს კანონებს უხმაუროდ აწერს ხელს, ამას ჩვენ ზარ-ზეიმით არ აღვნიშნავთ, ასევე მშვიდად უნდა შევხვდეთ პრეზიდენტის ვეტოსაც. ეს არის კონსტიტუციური ფუნქციონირება საჯარო ინსტიტუტების. შესაძლოა, პრეზიდენტის ზოგიერთი არგუმენტი პარლამენტს ისევე არ მოეწონოს და სწორად არ ჩათვალოს, როგორც პრეზიდენტმა არ ჩათვალა ასეთად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. უნდა შევეგუოთ, რომ საქართველოში დავასრულეთ მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, აი, კომუნისტურ პარტიას რომ ჰქონდა. მას შემდეგ, არც პარლამენტს არც პრეზიდენტს და არც რომელიმე პარტიას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ყოველთვის მართალი“, -განაცხადა უსუფაშვილმა.
banner
წინა სტატიაშიმძღოლებს კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება მაშინ ექნებათ, თუ ტემპერატურა 26 გრადუსს გადააჭარბებს
შემდეგი სტატია“კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება”