“კრიმინალთან ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა, რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ, ანგარიში ჩაიბარა.

გიორგი მღებრიშვილმა სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, ახალი დავალებები მისცა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

„დღეს შევხვდი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. მათ უკვე ჩემგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, სტუმრის უსაფრთხოება დაცული იქნება. აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება “, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„რისთვის გვჭირდება მარგველაშვილი, თუ ხანდახან პარლამენტს არ გააბრაზებს“
შემდეგი სტატიადროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს