რთველთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ დაგვანახა, თუ რად იქცა ღვინის სამშობლო და როგორ ხელოვნურად ისპობა ის რაც ჩვენ არ მოგვიპოვებია

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე“რთველთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ დაგვანახა, თუ რად იქცა ღვინის სამშობლო და როგორ ხელოვნურად ისპობა ის რაც ჩვენ არ მოგვიპოვებია, უბრალოდ დროებით გვანდეს… ეროვნული ტრაგედიაა რაც გვჭირს და ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია რომ გაჭირვება ციდან დაგვატყდა თავს ან თავისით გაივლის”–განაცხადა დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე. მისვე თქმით საუკუნეზე მეტია გრძელდება ქართველი კაცის გაღარიბება და დამცირება, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია “უფასო ფული”.. დაბეჩავებულ კაცს კი იმაზე მეტი ამბიცია ვერ ექნება, ვიდრე ნაჩუქარ ლუკმას დაყაბულდეს.
ჩვენი ვალია უსწრაფესი ტემპით გავატაროთ რეფორმები, ვაწარმოოთ ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, და ეს სულაც არ გულისხმობს უფრო მეტი ვაუჩერის ან დიზელის დარიგებას.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის, უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ ფულს იხდიან ცოდნასა და შრომაში. ძლიერი ეკონომიკა წარმოუდგენელია სუვერენიტეტის, კანონის უზენაესობისა და მძიმე შრომის გარეშე. ამიტომ მომავალ არჩევნებში უნდა მოვახდინოთ პრაგმატული ეკონომიკური ხედვის და დემოკრატიის პორობებში ჩვენი მომავალი თანაცხოვრების წესის დეკლარირება. მხოლოდ ასე მიიღწევა საერთო წარმატება და საბოლოო გამარჯვება, რასაც დღითი-დღე ვშორდებით. თუ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი იქნება მტკიცე და ნაბიჯები სწორი, ამ გზიდან ჩვენს გადაყვანას ვერ შეძლებს მტერი და თაღლითი–აღნიშნა “თაიმერთან” საუბარში დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახელი მევენახეების პრეტენზიებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია
შემდეგი სტატიაოთარ დანელია–თუ სადმე შევხვდებით გლეხებს, რომლებსაც ფასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ბუნებრივია გავესაუბრებით