რეზი არველაძე საგანაგებო განცხადებას ავრცელებს

gega-gobejishviliსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი და პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დააკავა. როგორც გობეჯიშვილის მეუღლე, თათა ხუნდაძე მაესტროს ეთერში აცხადებდა, გობეჯიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახს და მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხუნდაძისვე განმარტებით, გობეჯიშვილზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და მას ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.

გეგა გობეჯიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შაბათს, 3 ოქტომბერს ჩაინიშნა, თუმცა ამ მომენტისთვის პროცესის დაწყების დრო უცნობია.

ამ საკითხთან დაკავშირებით რევაზ არველაძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

“გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!–წერს რეზი არველაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შაბათს, 3 ოქტომბერს ჩატარდება. ფედერაციაში სულ 34 დელეგატია, კანდიდატი კი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ 18 დელეგატის ხმას მოიპოვებს. თუ 18 ხმას ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, გაიმარჯვებს ის, ვინც დამსწრეთა უმრავლესობის ხმას მოიპოვებს

banner
წინა სტატიაშივიდეო–მუსიკალური კონკურსი”ახალი ტალღა” სოჭში ალა პუგაჩოვამ გახსნა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი ყველაზე დიდი უგუნურებაა