ვიდეო–მუსიკალური კონკურსი”ახალი ტალღა” სოჭში ალა პუგაჩოვამ გახსნა

მუსიკალური კონკურსი

მუსიკალური კონკურსი"ახალი ტალღა" სოჭში ალა პუგაჩოვამ გახსნამუსიკალურმა კონკურსმა “ახალმა ტალღამ”, ტრადიცია დაარღვია და ადგილმდებარეობა შეიცვალა, კონკურსი წელს იურმალას ნაცვლად, სოჭში მიმდინარეობს.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, “ახალი ტალღა”, 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, მაგრამ მოგვიანებით, თარიღი შეცვალეს და საბოლოო გადაწყვეტილებით კონკურსი შემოდგომაზე, 2-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.იურმალიდან სოჭში გადატანის მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ 2014 წლის „ახალ ტალღაზე“ ლატვიის ხელისუფლებამ რუს მომღერლებს პოლიტიკური მოტივით ქვეყანაში შესვლის ნება არ დართო.კონკურსის არსებობის განმავლობაში ქართველებმა სამჯერ გაიმარჯვეს. სოსო პავლიაშვილის, დუეტ ”ჯორჯიასა” და ნუცა ბუზალაძის შემდეგ, ბევრი ელოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი წარმატებული მომღერალი ”ახალი ტალღის” სცენაზე, თუმცა წელს ქართველები კონკურსში მონაწილეობას არ ღებულობენ.

კონკურსი რუსული ესტრადის პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ გახსნა.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის”გამოკითხვის თემას 1144 მკითხველი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიარეზი არველაძე საგანაგებო განცხადებას ავრცელებს