რა ქონებას ფლობს პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე? – “2,5 მილიონის ღირებულების მხოლოდ მიწის ნაკვეთები აქვს”

cf3995dde0.images.new_photo.SAERTO.abuladze-fuliბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით როკეტიშვილი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ძებნილი აბულაძე სპეცოპერაციის შედეგად არ აუყვანიათ და იგი ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა. “არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა”, – აცხადებს როკეტიშვილი

ამასთან, როკეტიშვილის განცხადებით, შალვა აბულაძე, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში მისი ქონება არ ფიქსირდება, საკმაოდ სერიოზული ღირებულების უძრავი ქონების მფლობელია:

“ლიკანში, ბორჯომსა და ბაკურიანში, დაახლოებით 2,5 მილიონის ღირებულების მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს. გარდა ამისა, ბორჯომსა და ლიკანში ფლობს მაღაზიებს, აფთიაქს, სასტუმროს, კაფე-რესტორანს, თბილისში კი, – რამდენიმე ბინას და მაღაზიებს. აღნიშნული ქონების

ნაწილი მისი დის, სალომეს სახელზეა რეგისტრირებული, ნაწილი კი, ახლობლების”, – აცხადებს როკეტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად ბორჯომში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, შსს ბორჯომის რაიონული განყოფილების სამმართველო და სპეცრაზმი.

წყარო:AMBEBI.GE

banner
წინა სტატიაშიგერმანია ლიტვას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს
შემდეგი სტატიასაქართველოში ეკონომიკური სტაგნაციაა, რაც ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ პროტესტს იწვევს,”- EuroNews