გერმანია ლიტვას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს

timthumb (1)გერმანია ლიტვას მხარს დაუჭერს და დაეხმარება შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა. პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია 12 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდება. შეთანხმება გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვილნიუსში ვიზიტისას შედგა. ვარაუდობენ, რომ დეტალები მაისში დაზუსტდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თვითმავალები ბუნდესვარის არსენალიდან იქნება გამოყოფილი.
„გერმანია ლიტვას , როგორც ნატოს მოკავშირეს დაუჭერს მხარს“ – განაცხადა მინისტრმა. კონტრაქტის ღირებულება, სააგენტო dpa-ს ცნობით 15 მილიონი ევროა.
ლიტვის შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. ბალტიის სამივე ქვეყანა რუსეთის მხრიდან აგრესიას არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთის ეკონომიკური გეგმები აფხაზეთში
შემდეგი სტატიარა ქონებას ფლობს პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე? – “2,5 მილიონის ღირებულების მხოლოდ მიწის ნაკვეთები აქვს”