“რა საპანიკო გახდა, რომ იქნება გარკვეული კონტროლი” – გოგი თოფაძე ეროვნულ ბანკზე

გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებას ბანკის გაკონტროლების სურვილით „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.

გოგი თოფაძისათვის გაუგებარია, თუ რატომ იწვევს ეს განცხადება კითხვებს. დეპუტატი ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის მთავარი მიზანი ბანკის საქმიანობაზე მეტი კონტროლის დამყარება იყო.

გოგი თოფაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.

„რა პანიკაა. ჩვენ ვთვლით, რომ დაშვებული იყო შეცდომები. სამწუხაროდ, მან არასწორი ნაბიჯები გადადგა. რა საპანიკო გახდა, რომ იქნება გარკვეული კონტროლი. შემოწმდეს, ვინ უშლის ხელს. იქნება კონტროლის ქვეშ, იყო პრაქტიკულად უკონტროლოდ,“ – განმარტავს გოგი თოფაძე.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენებაა