ზურაბ ჭიაბერაშვილი : გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენებაა

ეროვნული ბანკისთვის მეტი კონტროლის დაწესებით ბანკის დასუსტების სურვილი – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებელი დეპუტატის გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ტელე ეთერით გაკეთებულ განცხადებას და აცხადებს, რომ კონტროლის სურვილი უკავშირდება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.

“იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ უზარმაზარ მოგებას ნახულობს საყოველთაო გაჭირვების ფონზე, ბატონი გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენება არის, რომ როდესაც პარლამენტი ამ კანონს იღებდა, მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მისი ინტერესია, აკონტროლოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ამ არაფორმალური მმართველობის დროს. ამ ახლადშექმნილი ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით კი ხელი აფათუროს ყველა კომერციულ ბანკში,“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დაძლეული ვეტოს შემდეგ, თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა უკვე ასრულებენ სარჩელზე მუშაობას. ისინი ამ საკანონმდებლო ცვლილებების გასაჩივრებას საკონსტიტუციო წესით აპირებენ.

banner
წინა სტატიაში“რა საპანიკო გახდა, რომ იქნება გარკვეული კონტროლი” – გოგი თოფაძე ეროვნულ ბანკზე
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა არაობიექტუარდ აშუქებდა წლების მანძილზე რეალობას