რატომ დატოვა ვერა ქობალიამ ყაზახეთში კარგად ანაზღაურებადი სამსახური? (VIDEO)

სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ ყაზახეთში,  ნაციონალურ კომპანია Астана Экспо-2017 -ში, დირექტორის მოადგილის კარგად ანაზღაურებადი სამსახური დატოვა…

ყაზახური tengrinews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვერა ქობალიამ სამსახურის დატოვების მიზეზად, რომელშიც მისივე განცხადებით 1.250.000 ტენგეს (დაახლოებით 6700 დილარს) უხდიდნენ,  მან ყაზახური პრესის მიერ მისი კანადური ფოტოების (იგულისხმება  სტრიპტიზის ცეკვის ცნობილი ფოტოები) გამოქვეყნებით ნეგატიური ფონის შექმნა და კომპანიაში არსებულ ნეპოტიზმის გარემოდან გამოწვეული არაეფექტური მუშაობა  დაასახელა…

ქობალიასვე განცხადებით, ის ყაზახეთში იმიტომ წავიდა სამუშაოდ, რომ იქ ბევრი ქართველი ყოფილი ხელისუფლების წევრი მუშაობს (მაგალითად ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური) და კომპანიამ რომელმაც ის დაპატიჟა, სერიოზული და საინტერესო გეგმები ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. ქობალიამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის, დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალშიც იმუშავებდა მასთან… წერს  tengrinews-ი.

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, 2015 წლის მარტის თვეში ასტანაში სამუშაოდ ჩასული ვერა ქობალიას  სახელმწიფო კომპანია Астана Экспо-2017-დან ივნისის ბოლოს აბარგება, დიდი ალბათობით უკავშირდება ამ კომპანიიდან მისი ხელმძღვანელის განთავისუფლებას და დაპატიმრებას…  როგორც ყაზახური მედია იუწყება, ვერა ქობალია სწორედ Астана Экспо-2017 ყოფილმა ხელმძღვანელმა ტალგატ ერმეგიაევმა პირადად დაპატიჟა სამუშაოდ ასტანაში.

2015 წლის 11 ივნის ტალგატ ერმეგიავი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაანთავისუფლა Астана Экспо-2017-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ხოლო 13 ივნისს, ქალაქ ასტანის სასამართლომ მას მინდობილი ქონების მითვისება -გაფლანგვის გამო, აღკვეთის ღონისძიებად შინა-პატიმრობა მიუსაჯა.

www.timer.ge

/ვერა ქობალიას  tengrinews-ისთვის მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტი – ვიდეო/

banner
წინა სტატიაში17 ივლისს ანგელა მერკელის დაბადების დღე იყო – ცხოვრება ფოტოებში
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო