პუტინმა სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობა აღიარა…

ქალაქ ვლადივოსტოკში, ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჟურნალისტების კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა სირიის სამოქალაქო ომში  რუსული სამხედრო შენაერთები, განაცხადა, რომ რუსული ჯარები სირიაში შეყვანილი არ არის, თუმცა არ გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა და დაადასტურა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს სირიის არმიას სასწავლო, ლოჯისტიკური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით…

,,საუბარი პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაზე ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგას… მაგრამ ჩვენ ვუწევთ სირიას საკმაოდ სერიოზულ დახმარებას… ვაძლევთ ტექნიკას და იარაღს… ვეხმარებით მათ სამხედროების გაწვრთნაში,, განაცხადა პუტინმა.

,,ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ შეიქმნას ერთგვარი საერთაშორისო კოალიცია ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლისა… ამ მიზნით ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ამერიკელ პარტნიორებთან და ამ საკითხებთან დაკავშირებით მე პირადად პრეზიდენტ ობამას ვესაუბრე,, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედის” განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიასოხუმში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია დაარსდა