სოხუმში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია დაარსდა

სოხუმში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია დაარსდა

სოხუმში პოლიტიკური პარტია “აინარის” დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. პარტია თავდაპირველად ექსპერტების თანადგომის ფონდი იყო. ახლად დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ თენგიზ ჯოპუა აირჩიეს.

“ჩვენ დროის იმ სივრცეში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი აზრით სირთულეები არის არა სამართალში, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში. რთული ისტორიული პერიოდის, მათ შორის ომის შემდეგ ჩვენ დავსუსტდით, დავივიწყეთ ჩვენი ერის მნიშვნელოვანი საქმეები, რომლის გამოც თაობებიდან თაობებში ჩვენი ერის საუკეთესო შვილები მსხვერპლად მიდიოდნენ – თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა – ეს რთული და მნიშვნელოვანი პროცესია” – განაცხადა თენგიზ ჯოპუამ ყრილობაზე.

პარტიის მიზანია შექმნან სოციალურად ორიენტირებული, ეკოლოგიური სახელმწიფო, რომელიც განვითარების პრონციპების თანწყობით იარსებებს. გარდა ამისა, პარტია სახალხო თანასწორუფლებიანობას უჭერს მხარს.

https://youtu.be/z6TmZgORw4A

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობა აღიარა…
შემდეგი სტატიარა მოხდა გაგრის რაიონის სოფელ ჩაგრიფშში+ფოტო