პუტინი პრიმაკოვს გამოეთხოვა (+ფოტო)

55417e95dedda460f0675ad89cb189ce26 ივნისს 86 წლის ასაკში გარდაცვლილი საბჭოეთისა და პოსტსაბჭოთა რუსეთის გავლენიანი პოლიტიკოსის, რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის გამოსათხოვარი ცერემონია, დღეს კრემლის  ,,კავშირების სახლის,, კოლონებიან დარბაზში გაიმართა.

პრიმაკოვთან გამოსამშვიდობებლად, ნათესავებისა და ახლობლების გარდა, მისული იყვნენ საბჭოეთისა და ამჟამინდელი რუსეთის ყოფილი და მოქმედი ლიდერები, ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები, რუსეთის ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები…

1_b0c374a7პრიმაკოვს გამოეთხოვა და ცერემონიაზე სიტვა წარმოსთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საბჭოეთის უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პრიმაკოვს დღესვე მოსკოვის ,,ნოვოდევიჩევოს,, სასაფლაოზე დაკრძალავენ.

1_0545cdac

 

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე პარლამენტშია
შემდეგი სტატიასირიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ