ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე პარლამენტშია

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე პარლამენტშია. ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტი ცოტა ხნის წინ წარადგინა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მთავარი საფინანსო კანონის ცვლილება 140 მილიონი ლარით ხდება.

ამ წუთებში ბიუჯეტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მცირდება ხარჯვითი ნაწილი, თუმცა ეს არ ეხება სოციალურ ხარჯებს.

„ოპოზიცია, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქორივით დასძახის უმრავლესობას, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. პრობლემა არ იქნება, ცუდად არაფერი შემობრუნდება,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ოპოზიციის შეფასებით, დაგვიანებული კორექტირების გამო, ეს ცვლილება ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად საკმარისი არ იქნება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე : 28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ, ნუ გაფლანგავდნენ
შემდეგი სტატიაპუტინი პრიმაკოვს გამოეთხოვა (+ფოტო)