სირიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

როგორც ცნობილია, სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა.

“გაანალიზდა რა შექმნილი სიტუაცია საქართველოს პარლამენტმა, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ერთხმად მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებების შესახებ, არის ყველაზე ოპტიმალური პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. შესაბამისი სტრუქტურები ინტენსიურად მუშაობენ ყველა მიმართულებით,” – განმარტა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი პრიმაკოვს გამოეთხოვა (+ფოტო)
შემდეგი სტატიაავლაბარში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით 27 წლის ახალგაზრდა დააკავეს