პუტინი: კურილის კუნძულების სტატუსი მოგვარებადია

იაპონური სააგენტო Kyodo-ს  ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა იაპონურ მხარესთან უმაღლეს დონეზე განიხილოს კურილის კუნძულების სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები.

სააგენტოს განცხადებით, პუტინმა სურვილი გამოთქვა იაპონიის პრემიერთან სიძოპ აბესტან შეხვედრის, რათა განიხილოს სამხრეთ კურილის სტატუსი, რომლებიც მისი აზრით მოგვარებადია… თუმცა პუტინს სხვა დეტალები არ დაუკონრეტებია.

,,ერთობლივად შესაძლებელია მოვაგვაროთ ნებისმიერი არსებული პრობლემები. ამისათვის საჭიროა მოლაპარაკებები და ამაში იაპონიის ჩართვა, რადგან რუსეთის ცალმხრივი ძალისხმევა საკმარისი არ არის. ველოდებით იაპონური მხარის მოძრაობებს,, განაცხადა პუტინმა.

Kyodo-ს ინფორმაციით, იაპონიის ხელისუფლებაში პუტინის ვიზიტის სავარაუდო დროდ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიმშრალ ხიდთან, მტკვარში აღმოჩენილი ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტეს