ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტეს

vქუთაისში დღეს დილით გაფიცულმა მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მათი განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ განუმარტა კონკურსის პირობები და დარწმუნდნენ, რომ ყველა პროცესი გამჭირვალედ ჩაივლის. გაფიცულები ასევე აცხადებდნენ, რომ ხვალ აპირებენ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
თავის მხრივ ადგილობრივ მთავრობაში აღნიშნეს, რომ საკონკურსო პირობები არ შეცვლილა და კონკურსი ჩაივლის ღიად და გამჭირვალეთ სწორედ ისე, როგორც წინა ეტაპი წარიმართა.
ამ დროისათვის ყველა მიკროავტობუსის მძღოლი სამუშაოს დაუბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: კურილის კუნძულების სტატუსი მოგვარებადია
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება