პუტინის 1238 დოლარიანი სპორტული ტანსაცმელი

სპორტულ ტანსაცმელ

სპორტულ ტანსაცმელრამდენიმე დღის წინ სპორტულ დარბაზში გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერი მედვედევი ვარჯიშობენ, სოციალურ ქსელებსა და მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სპორტული ტანსაცმელი, რაც რუსეთის პრეზიდენტს ეცვა, მსჯელობის და ქილიკის საგანი გახდა მისი ფასის გამო.
როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტი პუტინი დაახლოებით 1238 დოლარიან სპორტულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

პუტინს რუსეთში მაჩოს იმიჯი აქვს, ის ადრე თევზაობისას იყო აღბეჭდილი ფოტოებზე, ასევე ცხენზე, ხშირად ტანზევით შიშველი იპოზიორა, ამიტომ, სპორტული ტანსაცმელი, თავისთავად ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რომ არა მისი ღირებულება, რომელმაც რუსეთში მისი პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის საათის მსგავსად, დიდი აღშფოთება გამოიწვია – წერს ბიბისი.

სპორტული ფორმა Loro Piana ფასით განსხვავდება სხვა დანაჩენი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიისგან, როგორც წესი , მისი კოლექციის ფასი 1000 დოლარიდან და ზევით იწყება.
მედვედევის ტანსაცმელი, როგორც გამოცემა წერს, ძალიან გავს ASOS Skinny Joggers ფირმას, რომლის ფასი, სავარაუდოდ, 42 დოლარია.
ზოგიერთი ბლოგერი სატირის ჟანრში აღნიშნავს – “როგორც იქნა პუტინი გამოვიჭირეთ. ის 1488 დოლარიან შარვალს ატარებს”.
“ობამა პუტინისგან მაგალითს აიღებს და იმიტომ რომ გახდეს პუტინი, იყიდის 1495 დოლარიან შარვალს” – წერენ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი
შემდეგი სტატიაავსტრალიის ჩემპიონი დათანხმდა ცხვრის გაკრეჭვას