ავსტრალიის ჩემპიონი დათანხმდა ცხვრის გაკრეჭვას

ავსტრალიის ჩემპიონი დათანხმდა ცხვრის გაკრეჭვას

ავსტრალიის ჩემპიონი დათანხმდა ცხვრის გაკრეჭვასცხვრის გაკრეჭვაში ავსტრალიის ჩემპიონი იენ ალკინმა თანხმობა პროფესიული მოვალეობა მოიხადოს ნაპოვნ ცხვართან, რომელსაც არანორმალურად გაეზარდა ბეწვი. ის, სავარაუდოდ, ფარას რამდენიმე წლის წინ მოწყდა.
ცხოველთა უფლებების ადგილობრივი დამცველები შეშფოთებას გამოხატავენ ცხვრის მდგომარეობის გამო. მათი თქმით, ცხვრისთვის დიდი ხანი მოვლის და გაკრეჭვის გარეშე ყოფნა ბევრ დაავადებას იწვევს ოთხფეხაში.

“უდაოდ, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ცხვარია, რომელიც კი ოდესმე გვინახავს” – განაცხადა ცხოველთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულების წინააღმდეგ მებრძოლი სამეფო საზოგადოების რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვეინ ჯეინჯმა. მისი თქმით, ცხოველი, ადამიანებთან ურთიერთობის გამო სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება.
თავიდან საზოგადოება თვითონ აპირებდა ცხვრის გაკრეჭვას, მაგრამ შემდეგ ცხვრის გაკრეჭვაში ავსტრალიის ოთხგზის ჩემპიონი იენ ელკინი მოიწვიეს, რომელიც დიდი სიმოვნებით დათანხმდა მისიის შესრულებას იმის მიუხედავად, რომ განაცხადა, რომ ეს არ იქნება მისთვის ადვილი საქმე.

2004 წელს ახალ ზელანდიაში ანალოგიური ინციდენტი მოხდა: ნაპოვნი ცხვარი 6 წლის წინ იყო ფარადან გაქცეული. მისი ბეწვი 27 კილოს იწონიდა, რაც ცნობისთვის, საკმარისია 20 დიდი ზომის მამაკაცის სვიტერის მოსაქსოვად.

banner
წინა სტატიაშიპუტინის 1238 დოლარიანი სპორტული ტანსაცმელი
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: თუ ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს უქმნის ჩემი გამონათქვამი, შემიძლია მას მოვუხადო ბოდიში და არა სხვას