პროკურორთა საბჭოს კიდევ ორი წევრის ვინაობა ცნობილია

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

მე-4 კვოტიდან შოთა კვაჭანტირაძემ მიიღო 71 ხმა, ხოლო მე-8 კვოტაზე წარდგენილი პროკურორებიდან პროკურორთა საბჭოს მე-8 წევრი გახდა ანზორ უსტიაძე – 355 ხმით.

ნომერ პირველ კვოტაზე, დასახელებული ორი კანდიდატიდან, პროკურორმა გიგა ძნელაძემ 391 ხმით გაიმარჯვა, მე-2 კვოტაზე ნათია სონღულაშვილმა გაიმარჯვა 378 ხმით, მე-3 კვოტაზე გოჩა ფარულავამ 381 ხმა მიიღო, ნომერ მე-5 კვოტაზე კონსტანტინე სირაძემ გაიმარჯვა 337 ხმით, ნომერ მე-6 კვოტაზე წარდგენილი ორი კანდიდატიდან 362 ხმა მიიღო ანა კალანდაძემ, მე-7 კვოტაზე კი, – გიორგი გაბოძემ 359 ხმით.

პროკურორთა საბჭოს 8 წევრის შერჩევაში 428 პროკურორი იღებდა მონაწილეობას.

სულ პროკურორთა საბჭო 15 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. მათგან 8 პროკურორი იქნება, ორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ორი დეპუტატი უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ორი მოსამართლე, ერთი კი, თავად იუსტიციის მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“კვერცხის სროლა არის დემოკრატიის ნაწილი, მოგწონთ ეს თუ არა”
შემდეგი სტატია,,თიბილოვის ამოცანა არის ძალიან ნათელი, მან ერთგულება, მუდმივად უნდა დაუდასტუროს პატრონებს”