,,თიბილოვის ამოცანა არის ძალიან ნათელი, მან ერთგულება, მუდმივად უნდა დაუდასტუროს პატრონებს”

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ახალს და მოულოდნელს ვერაფერს ხედავს.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, თიბილოვის ამოცანაა, რომ მან საკუთარი სამსახური და ერთგულება მუდმივად დაუდასტუროს თავის პატრონებს.
“მე ვფიქრობ, რომ ამაში ახალი არაფერია და არც მოულოდნელი. თიბილოვის ამოცანა არის ძალიან ნათელი. მან საკუთარი სამსახური, ერთგულება, მუდმივად უნდა დაუდასტუროს თავის პატრონებს. ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისი აზრით, ინოვაციური იდეებით უნდა გამოვიდეს. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უკანონო აქტი იქნება, თუკი ასეთი რამ სინამდვილეში განხორციელდა. მე ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ. როდესაც ადამიანი გასულია სამართლებრივი სივრციდან, მან შეიძლება ნებისმიერი ტიპის ქმედება განახორციელოს. თუმცა, ამას ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში და არა თიბილოვთან მიმართებაში, შესაბამისი და ადეკვატური რეაქცია მოჰყვება ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობით”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ამას დიპლომატიური არხებითა და საშუალებებით დაუპირისპირდეს.
“საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ საკუთარი დიპლომატიური ქმედებებით რუსეთთან მიმართებაში ეს საკითხი ისეთივე აქტუალობით იდგეს, როგორც ოკუპაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით. იქნება ეს მუდმივი და უწყვეტი აგრესიის აქტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ადამიანის გატაცებები და ა.შ.”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ეტაპი ქართული სახელმწიფოს განვითარების, “როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი პროვოკაცია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დავუშვათ”.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი პროვოკაცია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დავუშვათ, რათა არ გაჩერდეს ჩვენი ძალიან აღმავალი პროგრესული გზა, ნაბიჯები, ქმედებები, შედეგების მოლოდინი, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ორი დღის წინ, ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს განუცხადა, რომ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩაატაროს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ – შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება”, – განაცხადა

banner
წინა სტატიაშიპროკურორთა საბჭოს კიდევ ორი წევრის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატია“შემიძლია ვუთხრა ამერიკულ საზოგადოებას, არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს”