პროკურატურის საჩივარი კაბელების საქმეზე გრიფით საიდუმლოა

კაბელების საქმის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო.

გადაწყვეტილება სასამართლომ 5 ივნისს მიიღო და კაბელების საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად სცნო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა პროკურატურამ.

„ეს საიდუმლო გრიფის დადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ფართო საზოგადოებისათვის უცნობნი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები, რომელშიც პროკურატურა ცდილობს, რომ თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი. გარადა ამისა სავარაუდოდ შესაძლებელია რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ საკითხზე იყოს საიდუმლო გრიფდადებული მომავალში”, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინტრეპარტიული ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მიიღონ ძალაუფლების განხორციელების პარალიზებაში მონაწილეობა
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ეროვნული ბანკების დამოუკიდებლობის დამცველია