იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ეროვნული ბანკების დამოუკიდებლობის დამცველია

ევროკავშირის ელჩმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ პირველი კომენატრი გააკეთა. იანოშ ჰერმანმა კანონპროექტის დეტალებზე საუბარი არ ისურვა. შესაბამისად მან კონკრეტული პასუხი კითხვას, ეწინაარმდეგება, თუ – არა, ცვლილებები ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს არ გასცა.

დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში გათვალისწინებულია ვალდებულება იმის შესახებ, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ასევე ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში საუბარია იმაზეც, რომ ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის ცენტრეალური ბანკის გამოცდილება და ჩართული უნდა იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები.

დიპლომატმა დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა ექსპერტები გამოაგზვანოს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის საჩივარი კაბელების საქმეზე გრიფით საიდუმლოა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესს მიეცეს გასაქანი