ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
CCtv News-ის ჟურნალისტთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, აბრეშუმის გზის პერპექტივებსა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.
ინტერვიუ ჩინეთის ცენტრალური არხის ეთერში 12 სექტემბერს გადაიცემა.