რაულ ხაჯიმბა – აფხაზეთის 2016 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ რუბლზე მეტი იქნება

არაღიარებული სახელმწიფოები: კავკასიური ჩაკეტილი წრე

აფხაზეთის 2016 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. აქედან უდიდესი ნაწილი – საკუთარი სახსრები იქნება. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
მისივე თქმით, დეფაქტო რესპუბლიკის პირადი ბიუჯეტი 5 მილიარდ 711 მილიონი რუბლია, დანარჩენს კი დახმარების სახით რუსეთის ფედერაციიდან მიიღებენ.
ჯერ კიდევ აპრილში ხაჯიმბა აცხადებდა, რომ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიარდ რუბლს შეადგენდა და არ იმატებდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CCtv News-ს ინტერვიუ მისცა
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმიანება