პრემიერ-მინისტრი კომპოზიტორ გია ყანჩელს 80 წლის იუბილეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი კომპოზიტორ გია ყანჩელს 80 წლის იუბილეს ულოცავს და კომპოზიტორს ქართული მუსიკისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

“ვულოცავ 80 წლის იუბილეს დიდ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს. ქართველი ხალხი სამართლიანად ამაყობს, რომ გვყავს მსოფლიო დონის ხელოვანი, კომპოზიტორი, რომელიც დღესაც აქტიურად მოღვაწეობს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს და ქართულ მუსიკას. გია ყანჩელის მუსიკა სრულიად გამორჩეულია და საყვარელია ყველა თაობის მსმენელისთვის. სწორედ მისი მუსიკა სძენს განსაკუთრებულ ელფერს ჩვენთვის საყვარელ ბევრ სპექტაკლსა და ფილმს, რომლებიც დღეს უკვე კლასიკად იქცა. დიდი მადლობა ბატონ გია ყანჩელს ქართული მუსიკის სამსახურისთვის, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ უდიდეს კომპოზიტორს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობასა და წარმატებებს”,-ნათქვამია პრემიერის მილოცვაში

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით სარეკომენდაციო დოკუმენტი მუშავდება
შემდეგი სტატიასუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში უნებართვო გამოყენებისთვის სამართალდარღვევის აქტი შედგა