პრემიერ-მინისტრი ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება. დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა.
მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს. “ვლაქერნობას” უამრავი მომლოცველი ესწრება.

banner
წინა სტატიაში“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების” შესახებ კანონი 2016 წელს ამოქმედდება
შემდეგი სტატია“ამ თვეების განმავლობაში ყველა მოსახლეს ექნება საცხოვრისი,“ – ბესიკ ქარცივაძე აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე