პრემიერ–მინისტრის საგანგებო განცხადება

irakli garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქობულეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.უბედურ შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა, მათ შორის – 31 მოზარდის. ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს.შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალა გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და მიიღონ სათანადო ზომები. დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოზარდები ბათუმში, კონცერტის გასამართად რუსთავიდან ჩავიდნენ და ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” იყვნენ დაბინავებულები.

ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ოთახში კონდიციონერი იყო ჩართული, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.ხანძარმა სამი ბავშვის 10, 11 და 12 წლის სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე იმსხვერპლა

banner
წინა სტატიაშიმერკელი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩავიდა
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ ქობულეთში